By continuing your navigation on this website, you accept the use of cookies for statistical purposes.

შავი პრინცი და ძებნილები / Shavi Princi Da Dzebnilebi - Იძებნება | Georgian Music Legacy Collection (GMLC005) - main
შავი პრინცი და ძებნილები / Shavi Princi Da Dzebnilebi - Იძებნება | Georgian Music Legacy Collection (GMLC005) - 1

Georgian Music Legacy Collection (GMLC005)

1x Vinyl LP Album Limited Edition Stereo

Release date: Sep 28, 2023, Georgia

ფირფიტის წინასწარ შეძენა შეგიძლიათ ახლავე. ფირფიტა ადრესატებს გაეგზავნებათ 26 სექტემბერს.


არ შევცდებით თუ ვიტყვით რომ 90-იანი წლების ქუთაისი ქართული ალტერნატიული მუსიკის მამოძრავებელი ძალა იყო. საკუთარი კულტურული იდენტობით ეს ქალაქი მუდამ გამოირჩეოდა და ამავე წლებში დაწყებულმა ახალგაზრდულმა მუსიკალურმა მოძრაობამ საფუძველი ჩაუყარა ისეთ მუსიკალურ სტილებს როგორიცაა პანკი, ახალი ტალღა თუ ჰიპ-ჰოპი. სწორედ ჰიპ-ჰოპის პიონერების მცირე წრეს განეკუვნებოდა აკაკი ბაბუნაშვილი იგივე შავი პრინცი, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში, Bajoo-სთან და Chi-სთან ერთად პირველი ქართული ცოცხალი რეპ პერფორმანსები გამართა. ამის შემდეგ ჯფუფის წევრებმა საკუთარი შემოქმედებითი ხაზები განავითარეს, ჰიპ-ჰოპში კი მხოლოდ შავი პრინცი დარჩა, რომელიც ასევე ბრეიქდენსის შემსრულებელი იყო. 1994 წლიდან შავმა პრინცმა აქტიურად შემოიკრიბა ახალზარდა მოცეკვავეები და MC-ები და დაარსა ჯგუფი „ძებნილები“.
ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ქუთაისში არსებულ მცირე კონცერტებზე, სადაც ჰიპ-ჰოპი ქალაქში ჯერ ისევ სიახლე იყო. ამავე წლიდან, ქუთაისში არსებულ სტუდია ORFEY-ში იწყება მათი პირველი ალბომის ჩაწერა, რომელიც ქუჩის ცხოვრების შავბნელ ისტორიებს ასახავდა. ჰიპ-ჰოპი დასავლური მუსიკალური ფორმაა, თუმცა შავი პრინცისა და ძებნილების ჰიპ-ჰოპი ქართული სინამდვილის ანარეკლი იყო. სისხარტე, რიტმულობა, იმპროვიზაცია და ქუჩის ენერგია - ეს ის არის რაც შავი პრინცისა და ძებნილების რეპს მათი თბილისელი კოლეგებისგან განასხვავებთ. წლებთან ერთად შეიცვალა ჯგუფის შემადგენლობა, იგივე სიმღერები ჩაიწერა განახლებული არანჟირებით და მათ მუსიკასაც აღარც ანდერგრაუნდის სუნი ასდიოდა, თუმცა „იძებნება“ კვლავ რჩება ნამდვილი ქართული ჰიპ-ჰოპის კლასიკლად


Add to wantlist

1

ინტრო / ძებნილი

2

ქუჩის ბიჭი

3

ბაბე ჰიპ-ჰოპის დედოფალი (ალტ. ვერსია)

4

გიჟთან გიჭი

5

ვერ ვენდობი მას

6

Intro II

7

ბაბე ჰიპ-ჰოპის დედოფალი

8

შიმშილი

9

სახიფათო ზონა

10

დაამტვრიე როკი!